შაშვის ღვინო რქაწითელი ქვევრი 2021 - 80/20 Clay Wine Contest-ის გამარჯვებულია! 🏆
სიხარულით ვაცხადებთ, რომ ჩვენი შაშვის ღვინო რქაწითელი ქვევრი 2021 გახდა ჭაჭაზე ხანგრძლივი მაცერაციის კატეგორიის გამარჯვებული 80/20 Clay Wine Contest-ზე! 🌍🍷
ეს კონკურსი მსოფლიოს ყველა ტიპის თიხის ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოებს აერთიანებს – ქვევრი, ამფორა, ტინახა და სხვა უძველესი მეთოდები. უზარმაზარი კონკურენციის ფონზე და ვარსკვლავური ჟიურის შეფასებით, ეს გამარჯვება განსაკუთრებული აღიარებაა.
ჩვენთვის ეს არა მხოლოდ ჯილდოა, არამედ ქართული ქვევრის ტრადიციის საერთაშორისო აღიარება და მისი ადგილი მსოფლიოში თიხის ჭურჭელში დავარგებული ღვინის ელიტაში.
გაუმარჯოს მოთმინებას, ჭაჭაზე დავარგებას და თიხის ჯადოსნობას! 🏺✨